შამპანურმა დაღალათ

შამპანურმა დაღალათ

ელიტარული "ექვსი ერის" მეორე რაუნდის თამაშთა ბოლოს საფრანგეთს ლამის დაეწია ირლანდია, ინგლისს კი იტალია; უელსმა შოტლანდია ბოლო მეოთხედშიღა გატეხა კოხტა, ოღონდაც სათუო ლელოთი; რუმინეთის მომსრველი საქართველო კი ირბ-ის რეიტინგში კანადას მე-14 ადგილში შეეზიარა.

საფრანგეთმა ვენსან კლერკი, ვინც სტარტზე, შოტლანდიაში ორი ლელო გაიტანა, თავიდან ძირითადში არც ჩაწერა, მაგრამ მერე ტრავმებმა არიეს უკანა ხაზი, ტულუზელი ფრთა 15-ეულში დარჩა და ირლანდიასთან პირველსავე ტაიმში შეასრულა ჰეთ-თრიკი!

ვებ-პატაკთა თანახმად, ბურთაობა ძაან თვალსასეირო ყოფილა, მაგრამ "შოუთაიმმა" ხარვეზებით რომ მიიღო სიგნალი, მანამ ვერ გაიმეორებს ჩანაწერს, სანამ "ბიბისი" უნაკლო ასლს არ მოაწვდის. "ლე ბლე" ბოლო ნახევარი საათის წინ 20 ქულით დაწინაურდა, მაგრამ "შამპანურმა რაგბმა" ისე დაღალა, რომ ბოლოს კელტთა შტურმის მოგერიება მოუხდა და ძნელი გამარჯვება შეიფერა.

კლერკის პირველ ლელოზე, თერნოვერიდან ბურთი ფრთაზე გადაკიდა ჟან-ბაპტისტ ელისალდმა; მეორეზე დავიდ სკრელამ მოკლე ფრთაზე მოაღორა ჯორდან მერფი; მესამეზე რონან ოგარას წაართვეს გალებმა ოვალი და სედრიკ ემონსმა მოაწყო გარღვევა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ბრაიან ოდრისკოლმა რომ დაუფარა ელისალდს, რიკოშეტი ამავე ემონსის კერძი შეიქნა.

ვილკოს 1000 ქულა

ირლანდიას საჯარიმო ლელო ფრანგთაგან შერკინების ჩაქცევისთვის ერგო და დევიდ ვოლესიც ახლოდან, ზედახორაში ეწია მიზანს. ბოლოს ოგარამ შორიდან შეაგდო ჯარიმა, ზურგში შეცურებულისკენ გამართული სპრინტი კი ემონსმა მოუგო რობ ქერნს.

რომში ჩასულ ინგლისს ფაღარათის გამო გამოაკლდა კაპიტანი და ბურჯი ფილ ვიქერი, მაგრამ ბრიტებმა პირველ მეოთხედშივე ორჯერ დაალელოვეს აძური: ჯერ ჯონი ვილკინსონმა გადაიკიდა, აიღო და ბურთით პოლ საქი გააჭენა, მერე კი დავიდ ბორტოლუსს რომ დაუფარა ჯემი ნუნმა, ვილკოს პასით ტობი ფლადმა მალაყით დაამიწა ბურთი ალამთან, კიკერმა კი გარდასახვით მე-1000 ქულა მოინაგრა.

მეორე ტაიმში იტალიამ შერკინებით იძალა და ჯარიმები შეაგდო. 70-ე წუთზე ლელოსკენ გაჭრილ ქეინ რობერთსონს კოჭში მიწვდა ნუნი, მაგრამ მერე დენი სიპრიანს სიმონ პიკონემ დაუფარა და სხვაობა ოთხამდე შემცირდა. აძურმა მეტი ვეღარაფერი შეძლო: კარლო ფესტუჩამ ბურთი უხეიროდ ააგდო დერეფანში და ლათინებს ბოლოს საკუთარი ლელოდან მოუხდათ შვიდკაცის თამაში.

დამასკომ ჩათვალა

შოტლანდია ექვსეულის ერთადერთი წევრია, ვინც ორივე თამაში ბევრით წააგო და ლელო ეგრეც ვერ გაიტანა. უელსმა საფირმო, ხელდახელ ბურთაობით მეორე ბრიტი მეზობელიც რომ დაამარცხა, ახალმა, ზელანდიელმა გურუმ, ვორენ გეთლენდმა მიზნად "სამი გვირგვინის" აღება დაუსახა. ურჩხულებმა საამისოდ ბოლოსწინა რაუნდში (8/03) ირლანდია სტუმრად უნდა ძლიონ.

კრის პატერსონმა მეხუთე ჯარიმაც რომ შეაგდო და სხვაობა ორამდე შეამცირა (15:17), გეთლენდმა მოედანზე "ჰლანეჰლის" ტრიო შეუშვა და საქმე მოაყომარა: ტომ შენკლინის გარღვევიდან სთივენ ჯოუნზმა ჯარიმა გაიტანა, შეინ ვილიამსმა კი ფრთაზე ოთხი მბოჭავი გააბითურა და თუმც ნიკი ვოქერმა ფეხი კიდის ხაზზე დააბიჯებინა, იტალიელმა ტელი-რეფმა, კარლო დამასკომ ლელო მაინც ჩათვალა.

რაუნდს რეიტინგში ექვს-ერელთა ურთიერთ განლაგება არ შეუცვლია. სამაგიეროდ, ბორჯღალოსნებმა 72 წერტი მოინაგრეს რუმინეთის 15 ქულით (ორ ლელოზე მეტით) ძლევისთვის და პირველად აღზევდნენ მე-14 ადგილამდე. დამდეგ ვიქენდზე ექვსი ერი უქმობს, საქართველო კი "ერთა თასზე" იქეთა შაბათს (23/02) ეწვევა პორტუგალიას და პოზიციის შესანარჩუნებლად გამარჯვება მართებს.


ექვსი ერი. მეორე რაუნდი

უელსი 30:15 შოტლანდია

უელ: ბერნი რობერთსი შენკლინი (პარკერი 72) ჰენსონი შ.ვილიამსი (10-9) ჰუქი (სთ.ჯოუნზი 58) ფილიპსი (პილი 58) / დკ.ჯოუნზი (ჯენქინსი 54) ბენეთი (რისი 58) ად.ჯოუნზი; გოფი (დნ.ჯოუნზი 77) ევანსი; ჯ.თომასი მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ (დელვი 62) - 3ლ: შ.ვილიამსი ორი (1 3) ჰუქი; 3გ: ჰუქი 2 სთ.ჯოუნზი; 3ს: ჰუქი სთ.ჯოუნზი 2

შტლ: საუსველი ვოქერი (დენიელი 69) დელუკა (მორისონი 71) ჰენდერსონი პატერსონი (10-9) პარკსი ბლერი (კაზიტერი 77) / ჯექობსენი ფორდი (თომსონი 77) მარი (ქერი 69); ჰაინსი  სბ 16  (მაკლიოდი 62) ჰემილტონი; ვაითი კაპ (ჰოგი 32) ბარქლეი ბრაუნი - 5ს: პატერსონი

რეფ ლორენსი (ზელ) კარდიფი, მილენიუმი [75 100]

0:3(9) 7:3(13) 10:3(28) 10:6(32) /
10:9(43) 17:9(46) 17:12(51) 17:15(56) 20:15(65)
27:15(68) 30:15(71)

საფრანგეთი 26:21 ირლანდია

სფრ: ემონსი რუჟრი მარტი ტრაი კლერკი (10-9) სკრელა (ტრენდიუკი 75) ელისალდი (პარა 64) / მა შარჟევსი (სერვა 47) ფორე (ბრიუნიო 47); მელა (ჟაკე 16-20 51) ნალე კაპ; უედრაოგო (პიკამოლი 62) დიუზოტუარი ბონერი - 4ლ: კლერკი სამი, ემონსი; 3გ: ელისალდი

ირლ: დემფსი მერფი ბ.ოდრისკოლი კაპ თრიმბლი ქერნი (10-9) ოგარა რედენი / ჰორანი ჯექმენი (რ.ბესთი 59) ჰეისი (ბაქლი 76); ოკალაჰენი ოქელი (მ.ოდრისკოლი 54); ლიმი დ.ვოლესი ჰიზლიფი - 2ლ: საჯარიმო ვოლესი; გ 3ს: ოგარა

რეფ ოუენსი (უელ) სან დენი, სტად დე ფრანსი [80 ათასი]

7:0(15) 7:3(18) 12:3(19) 12:6(29) 19:6(37) /
26:6(49) 26:13(58) 26:18(61) 26:21(74)

იტალია 19:23 ინგლისი

იტა: ბორტოლუსი რობერთსონი კანალე (სგარბი 63) მირ.ბერგამასკო გალონი (10-9) მაზი (მარკატო 73) ტრავალი (პიკონე 57) / ლოჩიჩერო (პერუჯინი 52) გირალდინი (ფესტუჩა 63) კასტროჯოვანი (ნიეტო 61); დელაპე (ძანი 80) დელფავა; სოული მაუ.ბერგამასკო პარისე კაპ - ლ: პიკონე; გ 4ს: ბორტოლუსი

ინგ: ბოლშოუ საქი ნუნი (ტეიტი 53-63) ფლადი ვაინიკოლო (10-9) ვილკინსონი (სიპრიანი 67) გომერსოლი (ვიგლსვორსი 61) / პეინი რეგანი (მირსი 59) სთივენსი; შოუ (ქეი 77) ბორსვიქი კაპ; ჰესქელი ლიფმენი ისთერი (ნერევეი 65) - 2ლ: საქი ფლადი; 2გ 3ს: ვილკინსონი

რეფ როლანი (ირლ) რომი, სტადიო ფლამინიო [48 ათასი]

0:7(3) 3:7(6) 6:7(13) 6:14(15) 6:17(32) 6:20(38) /
9:20(44) 12:20(56) 12:23(60) 19:23(76)

კიბე

საფრანგეთი 4(53:27), უელსი 4(56:34) -
ირლანდია 2(37:37), ინგლისი 2(42:45) -
იტალია 0(30:39), შოტლანდია 0(21:57)

მესამე რაუნდი

შაბ 23/02    უელსი - იტალია 19.00, ირლანდია - შოტლანდია 21.00, საფრანგეთი - ინგლისი 24.00 საქ


ირბ-ის რეიტინგი

[11/02]  1 სამხრეთი აფრიკა 9081, 2 ახალი ზელანდია 8959, 3 არგენტინა 8742, 4 ავსტრალია 8420 /

5 ინგლისი 8383, 6 საფრანგეთი 8213, 7 ირლანდია 7830, 8 უელსი 7679, 9 ფიჯი 7588, 10 შოტლანდია 7470, 11 იტალია 7301, 12 სამოა 7161, 13 ტონგა 7151

14 საქართველო და კანადა 6725; 16 რუმინეთი 6601, 17 რუსეთი 6588

18 იაპონია 6535, 19 შტატები 6468, 20 ურუგვაი 6318, 21 ესპანეთი 6230, 22 პორტუგალია 6006, 23 კორეა 5799, 24 ჩილე 5707, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5657

პლუს-მინუსი: უელ 62 შტლ, სფრ 40 ირლ, ინგ 28 იტა * საქ 72 რუმ (22:7 შ)

:::

Free Web Hosting