კლერკი 15-ეულში დარჩა

კლერკი 15-ეულში დარჩა

ელიტარული "ექვსი ერის" მეორე რაუნდისთვის რაზმები მესამედით გადაიხალისეს უსიტყვოდ გამარჯვებულმა საფრანგეთმა და უეცრად გაბითურებულმა ინგლისმა, სხვა გუნდებმა კი თითო-ოროლა მოთამაშე თუ გამოცვალეს დამწყებ 15-ეულებში.

უელსმა ბოლო მეოთხედის 7-წუთიან მონაკვეთში ინგლისთან 17 ქულა მოინაგრა და 20-წლიანი თვიქნემური ნავსი გატეხა. კელტებმა მატჩის ჩარხი მას შემდეგ შემოაბრუნეს, რაც ბრძოლაში ბეკი ტომ შენკლინი ჩაება. ჰოდა, ურჩხულების კივმა გურუმ, ვორენ გეთლენდმა ამაგი დაუფასა კარდიფელ ცენტრს და ადრეც ნაქონი 13 ნომერი კვართი დაუბრუნა, მეორე ხაზში კი მარქაფიდან იმადღა დააწინაურა იენ ევანსი, რომ ალუნ ვინ-ჯოუნზი დაშავდა.

მწურთნელმა 22-კაცა რაზმიდან სულ ამოიღო ფრთა მარკ ჯოუნზი და ფლანკერი ალიკს პოპემი, ესაო და ორივეს ხარვეზებზე მუშაობა მართებსო. 8 ნომერი დევიდ ქელემი ამავე მოტივით დაიწუნა სქოთთა მოძღვარმა ფრენკ ჰედენმა. მანვე დაშავებული რორი ლამონთის ნაცვლად 15 ნომრად აღადგინა პლეი-მეიკერი და კიკერი კრის პატერსონი და ეგეც აღიარა, უკეთესი გუნდის გამოყვანა ამჟამად არ ძალგვიძს და ისღა გვრჩება, რომ უკეთ ვითამაშოთო.

უხსოვარ დროში

ირლანდიას საფრანგეთი 1972 წლიდან პარიზში ერთადერთხელ, 2000 წელს დაუმარცხებია და 2003 წლის აქეთ "ლე ბლე" ეგრეც ვერ უძლევია, რაზეც კაპიტანი ბრაიან ოდრისკოლი ამბობს, ეგ ამბები უხსოვარ დროში მოხდაო. და მაინც, გურუ ედი ოსალივანმა დაიტოვა ერთბაშად ათი კაცი, ვინც მსოფლიო თასზე გალებთან 3:25 წააგო; მარქაფიდან სამი მოთამაშე დააწინაურა და სამსაც პოზიცია შეუცვალა.

ფრანგთა ჯეელი გადია მარკ ლივრმონი ექსპერიმენტებს შეუდგა. გუნდმა შოტლანდიაში 21 ქულით მოიგო და ბურთაობითაც გული იჯერა, მაგრამ მწურთნელმა ერთბაშად ექვსი (!) სათადარიგო მაინც დააყენა ძირითადში, ესაო და უნდა გამოვცადოო. ამას დაემატა ტრავმები: ზორბა ელვის ვერმელენს ნეკნი ჩაუტყდა და ტურნირის ბოლომდე იუქმებს, შოტლანდიაში და თასზე ირლანდიასთან ორ-ორი ლელოს გამტანი ვენსან კლერკი კი იმადღა დარჩა 15-ეულში, რომ ჟიულიან მალზიო ვერ მოკეთდა.

ძილის პირული როდიაო

ინგლისს ტრავმების გამო ბოლომდე უკვე გამოაკლდნენ მაიკ თინდოლი (ღვიძლი), დევიდ სთრეთლი (ტერფი), ლუის მუდი (აქილევსი) და ტომ რისი (მუხლი). ბურჯ ენდრიუ შერიდანსაც უეცრად ქუსლის ანთება დაემართა. ტრიბუნალზე დაბარება აცდა ჯონი ვილკინსონს და იმის მიუხედავად, რომ უდროო მომსხეპი პასით გუნდი დაღუპა, ვარსკვლავი 10 ნომრადაც დაიტოვა ბებერმა ბრაიან ეშთონმა, ვინც აღიარა, უელსთან თამაშის მეორე ტაიმი "ძილის პირული" როდია, ყოველ საღამოს რომ ვუყუროო.

ვარდების ფრთაზე ნალიგარი ტონგელ-ზელანდიელი ხვადაგი, ლეზლი ვაინიკოლო დაიწყებს, 8 ნომრად კი დაბრუნდა მსოფლიო თასზე თავ-გამოჩენილი ნიკ ისთერი. ინგლისს იტალიაში სტუმრობის შემდეგ ორი გასვლაც ელის, რამაც სტატისტიკოსებს საგულისხმო ფაქტი გამოაჩხრეკინა: მსოფლიო თასს თუ სათვალავში არ ჩავაგდებთ, პომებს გარეთ გამართული ბოლო 16 ტესტიდან 15 წაუგიათ!


ექვსი ერი. მეორე რაუნდი

საქ დროით; წინა რაუნდის შემდეგ
* რაზმს დაემატა, ^ მარქაფიდან დააწინაურეს, = მარქაფაში გადასვეს; $ ლეგიონერი

უელსი - შოტლანდია

უელ (ბეკ) 15 ლი ბერნი, 11 შეინ ვილიამსი, 14 ჯემი რობერთსი*; 13 ტომ შენკლინი^, 12 გევინ ჰენსონი, 10 ჯეიმზ ჰუქი; 9 მაიკ ფილიპსი /

(ფორ) 1 დანკან ჯოუნზი, 2 ჰიუ ბენეთი, 3 ადამ ჯოუნზი; 4 იენ გოფი, 5 იენ ევანსი
^; 6 ჯონათან თომასი, 7 მარტინ ვილიამსი, 8 რაიან ჯოუნზი კაპ

(მრქ) 22 სონი პარკერი
=, 21 სთივენ ჯოუნზი, 20 დვეინ პილი* / 16 მეთიუ რისი, 17 გეთინ ჯენქინსი; 18 დეინიოლ ჯოუნზი*, 19 გარეს დელვი$* (მწ) ვორენ გეთლენდი ზელ

შტლ (ბეკ) 15 კრის პატერსონი$^, 11 საიმონ ვებსთერი, 14 ნიკი ვოქერი$; 13 ნიკ დელუკა, 12 ენდრიუ ჰენდერსონი, 10 დენ პარკსი; 9 მაიკ ბლერი /

(ფორ) 1 ალან ჯეკობსენი, 2 როს ფორდი, 3 იუენ მარი$; 4 ნეითან ჰაინსი$, 5 ჯიმ ჰემილტონი$; 6 ჯეისონ ვაითი$
კაპ, 7 ჯონ ბარქლეი, 8 ქელი ბრაუნი^

(მრქ) 22 ჰუგო საუსველი, 21 გრემ მორისონი
*, 20 კრის კაზიტერი$ / 16 ფერგიუს თომსონი, 17 გევინ ქერი; 18 სკოტ მაკლიოდი, 19 ალისთერ ჰოგი* (მწ) ფრენკ ჰედენი

რეფ ბრაის ლორენსი ზელ; კიდ: ჯონათან კაპლანი აფრ / კრისტოფ ბედროზი სფრ; ვიდ კარლო დამასკო იტა

შაბ 9/02 კარდიფი, მილენიუმი 18.00
* გლობალის შოუთაიმი: შაბ 21.30, კვი 08.00, ორ 18.30

1883 წლიდან 112: 61-48*3 (6ე) 8: 4-3*1

საფრანგეთი - ირლანდია

სფრ (ბეკ) 15 სედრიკ ემონსი, 11 ვენსან კლერკი, 14 ორელიან რუჟრი^; 13 დავიდ მარტი, 12 დამიან ტრაი, 10 დავიდ სკრელა^; 9 ჟან-ბაპტისტ ელისალდი /

(ფორ) 1 ნიკოლა მა
^, 2 დიმიტრი შარჟევსკი^, 3 ლიონელ ფორე$; 4 არნო მელა^, 5 ლიონელ ნალე კაპ; 6 ფიულჟანს უედრაოგო, 7 ტიერი დიუზოტუარი, 8 ჟიულიან ბონერი^

(მრქ) 22 ანტონი ფლოში
*, 21 ფრანსუა ტრენდიუკი=, 20 მორგან პარა / 16 ვილიამ სერვა=, 17 ჟიულიან ბრიუნიო=; 18 ლოიკ ჟაკე=, 19 ლუი პიკამოლი* (მწ) მარკ ლივრმონი

ირლ (ბეკ) 15 გირვან დემფსი, 11 რობ ქერნი^, 14 ჯორდან მერფი$; 13 ბრაიან ოდრისკოლი კაპ, 12 ენდრიუ თრიმბლი, 10 რონან ოგარა; 9 ეოინ რედენი$ /

(ფორ) 1 მარკუს ჰორანი, 2 ბერნარდ ჯექმენი
^, 3 ჯონ ჰეისი; 4 დონქა ოკალაჰენი, 5 მალკომ ოქელი; 6 დენის ლიმი, 7 დევიდ ვოლესი, 8 ჯემი ჰიზლიფი^

(მრქ) 22 შეინ ჰორგანი
*, 21 პედი ვოლესი, 20 პიტერ სთრინგერი / 16 რორი ბესთი=, 17 თონი ბაქლი; 18 მიკ ოდრისკოლი, 19 საიმონ ისთერბი$= (მწ) ედი ოსალივანი

რეფ ნაიჯელ ოუენსი უელ; კიდ: ვეინ ბარნსი ინგ / თიმ ჰეისი უელ; ვიდ ჰიუ ვოთქინსი უელ

შაბ 9/02 სან დენი, სტად დე ფრანსი 20.00
* გლობალის შოუთაიმი: შაბ 23.30, კვი 10.00 24.30, ორ 20.30, სამ 14.00

1909 წლიდან 83: 50-28*5 (6ე) 8: 5-3

იტალია - ინგლისი

იტა (ბეკ) 15 დავიდ ბორტოლუსი$, 11 ეციო გალონი^, 14 ქეინ რობერთსონი; 13 გონსალო კანალე$, 12 მირკო ბერგამასკო$, 10 ანდრეა მაზი$; 9 პიეტრო ტრავალი /

(ფორ) 1 ანდრეა ლოჩიჩერო$, 2 ლეონარდო გირალდინი, 3 მარტინ კასტროჯოვანი$; 4 სანტიაგო დელაპე$, 5 კარლო-ანტონიო დელფავა$; 6 ჯოშ სოული, 7 მაურო ბერგამასკო$, 8 სერჯო პარისე$
კაპ

(მრქ) 22 ალბერტო ზგარბი
*, 21 ანდრეა მარკატო, 20 სიმონ პიკონე* / 16 კარლო ფესტუჩა$, 17 სალვატორე პერუჯინი$, 18 კარლოს ნიეტო$; 19 ალესანდრო ძანი (მწ) ნიკ მალითი აფრ

ინგ (ბეკ) 15 იენ ბოლშოუ, 11 ლეზლი ვაინიკოლო^, 14 პოლ საქი; 13 ჯემი ნუნი*, 12 ტობი ფლადი, 10 ჯონი ვილკინსონი; 9 ენდი გომერსოლი /

(ფორ) 1 თიმ პეინი
*, 2 მარკ რეგანი, 3 ფილ ვიქერი კაპ; 4 საიმონ შოუ, 5 სთივ ბორსვიქი; 6 ჯეიმზ ჰესქელი, 7 მაიკ ლიპმენი*, 8 ნიკ ისთერი*

(მრქ) 22 მეთიუ ტეიტი
*, 21 დენი სიპრიანი, 20 რიჩარდ ვიგლსვორსი / 16 ლი მირსი, 17 მეტ სთივენსი; 18 ბენ ქეი, 19 ლუკ ნერევეი= (მწ) ბრაიან ეშთონი

რეფ ალენ როლანი ირლ; კიდ: ჟოელ ჟიუტჟი სფრ / ტაიზო ჰირაბაიაში იაპ; ვიდ საიმონ მაკდაუელი ირლ

კვი 10/02 რომი, სტადიო ფლამინიო 18.30
* გლობალის შოუთაიმი: კვი 22.30, ორ 08.00

1991 წლიდან 13: 0-13 (6ე) 8: 0-8

კიბე

საფრანგეთი 2(27:6), უელსი 2(26:19), ირლანდია 2(16:11) -

იტალია 0(11:16), ინგლისი 0(19:26), შოტლანდია 0(6:27)

:::

Free Web Hosting